გივი თარგამაძე სუსში გამოკითხვაზე იმყოფება

სუსი

გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. უწყებას მასთან კითხვები აქვს სავარაუდოდ იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. საქმე ეხება მის საჯარო განცხადებებს ირანთან დაკავშირებით.

ამავე საქმეზე, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ გიორგი კანდელაკი, თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე. სუს-ში იმყოფებოდა ვახტანგ კაპანაძეც.