Euronews: BMW-ის ოპერაციული მოგება 2025 წელს 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მილიარდი ევრო შეადგინა - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც კი COVID-19 პანდემიის შემდეგ

BMW

BMW-ის ოპერაციული მოგება 2025 წელს 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მილიარდი ევრო შეადგინა - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც კი COVID-19 პანდემიის შემდეგ დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.

მოგების ასეთ დაბალ ნიშნულამდე მისვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ გერმანულ ავტომწარმოებელს ჩინეთში კონკურენციის გამწვავებასთან და საერთაშორისო
სავაჭრო ტარიფების ზეწოლასთან გამკლავება მოუწია.

კომპანიის წმინდა მოგება დაახლოებით 3%-ით შემცირდა და €7.5 მილიარდი შეადგინა, ხოლო შემოსავალი 6.3%-ით შემცირდა და დაახლოებით €133.5 მილიარდი გახდა.

შემცირებაზე გავლენა იქონია ტარიფებმა და ჩინეთში გაყიდვების ვარდნამაც, რის შედეგადაც ავტომობილების სეგმენტის მარჟა 5.3%-მდე დაეცა.

კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა Walter Mertl-მა განაცხადა, რომ ტარიფების ზეწოლის გარეშე BMW 2025 წელს მოგების ზრდას დააფიქსირებდა.

მიუხედავად სუსტი ფინანსური შედეგებისა, კომპანიამ მსოფლიოში დაახლოებით 2.46 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 0.5%-იანი ზრდაა.