დავით მათიკაშვილი: რადიკალებს სიმართლის აღიარება არ სურთ და მათთან ნებისმიერი სახის დიალოგი უსაგნოა, ვფიქრობ, ეუთო-დან ჩვენი მეგობრები ამას სწორად აღიქვამენ

დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, აფასებს ეუთო-ს მცდელობას, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია განიმუხტოს, მაგრამ დიალოგს შედეგი უნდა ჰქონდეს.

მათიკაშვილის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას სიმართლის აღიარება არ სურს და მათთან ნებისმიერი სახის დიალოგი უსაგნოა.

„რადიკალები რაზე საუბრობენ, ამას ყველა ისმენს – თურმე საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, მათი მხრიდან არ მომხდარა ძალადობა, არჩევნები გაყალბებულია და ა.შ. პარლამენტი საუბარს ნიშნავს. საუბარი პარლამენტში უნდა გაიმართოს. აქ მობრძანებულიყვნენ, როცა ჩატარდა არჩევნები. მანდატები გამოეყენებინათ და დიალოგი აქ გამართულიყო. რადიკალებს სიმართლის აღიარება არ სურთ და მათთან ნებისმიერი სახის დიალოგი უსაგნოა. ვფიქრობ, ამას ეუთო-დან ჩვენი მეგობრები გაიგებენ და სწორად აღიქვამენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.