წყალი 23 საათამდე შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1785749192
ახალმა ფილმმა სპაიდერმენზე „ადამიანი-ობობა, ახალი დღე“, მსოფლიო ჩვენების პირველ უიქ-ენდზე 927 მილიონი დოლარი მიიღო. ამის შესახებ გამოცემა Deadline წერს.
კინოინდუსტრიის ისტორიაში, ეს მეორე საუკეთესო სტარტია. პირველ ადგილზე კვლავ რჩება ფილმი „შურისმაძიებლები, ფინალი“, რომელმაც ჩვენების პირველ უიქ-ენდზე 1,22 მლრდ აშშ დოლარი აიღო. ეს ფილმი 2019 წელს გამოვიდა. მესამე ადგილზე კი გავიდა 2018 წელს გამოსული ფილმი „შურისმაძიებლები, უსასრულობის ომი“, რომელმაც ჩვენების სტარტზე 640,5 მლნ აშშ დოლარი აიღო.
გამოცემის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „ადამიანი-ობობა“ 2026 წლის ფინანსურად ყველაზე წარმატებული ფილმი იქნება და „სათამაშოების ისტორია-5“-ს გაასწრებს. ეს მულტფილმიც წელს გამოვიდა და ჩვენებაზე უკვე მიიღო 1,065 მლრდ აშშ დოლარი.