1787905771
„მარიამობის სასწაული“ - უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული დების დედა სასიხარულო ამბავს ავრცელებს
ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დების დედა, სოფიო ხარშილაძე სასიხარულო ამბავს გვიზიარებს:
როგორც სოფიო წერს, დღეს მარიამობის დღესასწაულზე ნიამ დამოუკიდებლად შეძლო ფეხზე დადგომა.
„მარიამობის სასწაული, პირველი დამოუკიდებელი დგომა, ყველაფერს თავისი დრო აქვს“, - წერს სოფიო.
ცნობისთვის, შემთხვევა ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახათ, როცა გზაზე გადადიოდნენ.











