„კამერებში როგორც ჩანს, ბოლოს 23 აგვისტოს შევიდა სახლში...“ - რას ამბობენ კორპუსში, სადაც ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს

კორპუსი, სადაც ბლოგერი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ის რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

„მეზობლებმა სუნი იგრძნეს ... კამერებში როგორც ჩანს ბოლოს 23 აგვისტოს შევიდა სახლში" - თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარი იპოვეს" - ამბობს მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, დაურ ბუავა აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი იყო, რომელიც წარმოშობით ტყვარჩელიდანაა. TikTok-ზე თავდაპირველად რელიგიურ და საგანმანათლებლო თემებზე აქვეყნებდა ვიდეოებს, თუმცა მოგვიანებით მისი მთავარი გზავნილი ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობისა და ურთიერთობის აღდგენა გახდა.