შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
თბილისში, საცხოვრებელ ბინაში აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ის რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
„მეზობლებმა სუნი იგრძნეს ... კამერებში როგორც ჩანს ბოლოს 23 აგვისტოს შევიდა სახლში" - თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარი იპოვეს" - ამბობს მეზობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, აფხაზი ბლოგერის დროებითი საცხოვრებელი ბინის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.
„პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ასევე, ბინის დათვალიერებისას სამართალდამცველებს რაიმე საეჭვო გარემოება არ აღმოუჩენიათ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი - განუცხადებს „პრაიმტაიმს“ შსს-ში.
ცნობისთვის, დაურ ბუავა აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი იყო, რომელიც წარმოშობით ტყვარჩელიდანაა. TikTok-ზე თავდაპირველად რელიგიურ და საგანმანათლებლო თემებზე აქვეყნებდა ვიდეოებს, თუმცა მოგვიანებით მისი მთავარი გზავნილი ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობისა და ურთიერთობის აღდგენა გახდა.