10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე - ცნობილია, ვინ მიიღებს კომპენსაციას მთავრობისგან
1792135860
ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუახნის მამაკაცი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევა ბარათაშვილის სკვერში ცოტა ხნის წინ მოხდა.
თუ რა გახდა აღნიშნული დანაშაულის მიზეზი, ჯერ უცნობია. სავარაუდო დამნაშავე ამ ეტაპისთვის დაკავებული არ არის. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება „სპარში“ დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.