"შენს ცისფერ ყვავილებს რა ტანჯვა სცოდნიათ" - ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა

zura

"როგორ მოიწყინა სამყარომ უშენოდ. შენსავით ვერავინ მღერის." "სამი წელი უშენოდ, ჩვენო ზურიკუნა..."

"შენ გერქვა სახელად - სიკეთე და სიყვარული" "23 ივნისი არ არსებობს ჩემთვის" - ამ ემოციური ფრაზებით იხსენებენ ფეისბუქზე სამი წლის ტრაგიკულად გარდაცვლილ ზურა ბაკურაძეს. 

2021 წლის 23 ივნისს "ქართული ხმების" მეორე ხმა, მშობლიურ რაჭაში, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. 

 

ამ ვიდეოს აქვეყნებს ზურას მეუღლე, ნათია კობახიძე და ზურას ნამღერი სიმღერიდან, აწერს ფრაზას - "შენს ცისფერ ყვავილებს რა ტანჯვა სცოდნიათ".

მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალებიდან ერთ თვეში ნათიას დაწერილმა ძალზე ემოციურმა პოსტმა, სოციალური ქსელი მოიცვა იმ დროს.

"ერთი თვე… ტკივილი, რომელიც ერთი წამი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს… სიყვარული, მონატრება, სინანული, ბრაზი, უიმედობა, დაუსრულებელი გეგმები, კიდევ რამდენი რამ ერთმანეთისთვის სათქმელი… უსაშველოა ეს, ყველაფერი.

ხორცებს მაგლეჯენ და სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ, ვერა…

ღმერთო, რა მძიმე ყოფილა მკვდარი გულის და დასრულებული ცხოვრების ზურგით თრევა, რა მძიმე ღმერთო… რატომ? რატომ?

მიყვარხარ, ბუთუსა, უსაშველოდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ, ზურ. შენთან მინდა, შენთან, უბრალოდ მინდა შენთან. სხვა, მეტი არაფერი."

შარშან, ზურასთან ქორწინების დღესთან დაკავშირებით ნათიამ დაწერა: "შეუსრულებელი 21 და 18 ბედნიერებით სავსე, ყველაზე უსამართლოდ და არასწორად დასრულებული წელი."

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"კაცები იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? ვისაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ასეთი იყო კახი" - საინტერესო ფაქტები კახი კავსაძეზე

"რატომ არიან დები ფანდურებით საფლავის ქვაზე და რატომ ჰქვია იმ სოფელს სამღერეთი?" - ეთერ თათარაიძე საოცარი ისტორიით

"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდა