დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
დასაბუთდა, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხის კომენტირებისას.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენ მტკიცებულებებზე მივუთითეთ. ასევე, გარდა აღნიშნულისა, მივუთითეთ მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე ექსპერტიზის დასკვნაზე, სამედიცინო ბარათებზე, ასევე დასაბუთდა ის, რომ დღეის მდგომარეობით ბრალდებულის მხრიდან მომეტებულად არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, გარკვეული ხარისხით მიმალვის შესაძლებლობა და მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობა“, - განმარტა ხუბეჯაშვილმა.
მისი თქმით, მოთხოვნილი იყო ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება, რაც გაიზიარა სასამართლომ და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.