გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მისი თაობის მსახიობებში ძნელად იპოვით მსგავსად ტრაგიკულ ადამიანს. ლაღი, მეგობრული, სულ ხალისიანი, თბილისელი დარდიმანდი, საბედისწერო ღამემ მორალურად გაანადგურა...
ხომ არის ტრაგედიები,რომელიც მუდმივად ახსოვს ქვეყანას და სევდით იხსენებს. მათ შორისაა გია ფერაძის ცხოვრების ტრაგედიაც...
"მამამ დედა მოგიკლა!" - ეტყვიან ბავშვები პატარა მარიკუნას ეზოში თამაშისას. გია ფერაძის ქალიშვილმა ამ შემზარავი და სულის მხუთავი ფრაზით იცხოვრა 39 წლამდე, ტრაგიკულ გარდაცვალებამდე... ბოლომდე ვერ აპატია მამას დედის სიკვდილი...
ციხიდან გამოსული გია ფერაძე, ბუნებრივია, სულ სახით დაუბრუნდა (?) ცხოვრებას. ან ცხოვრობდა კი, განადგურებული და გამოფიტული?
მისი ცხოვრება მართლა კინოს ჰგავდა... ფილმს, რომელიც ცხარე ცრემლით გატირებს.
"არასერიოზული კაცი" 20 აპრილს 76 წლის გახდებოდა...
მეგობარს "პრაიმტაიმთან" ასმათ ტყაბლაძე იხსენებს.
ასმათ ტყაბლაძე: გია ჩემი დიდი ტკივილია. საოცარი ვინმე იყო. ამასწინათ შევიკრიბეთ მეგობრები - ნანული სარაჯიშვილი, ამირან ბუაძე, გია ავალიშვილი, მე და ყველა ერთხმად ამბობს, ჭიანჭველისთვის არ დაუდგამს ფეხი და ცხოვრება როგორი საშინელი ამბით დაასრულაო. ეს იყო ბედისწერა, დიდი უბედურება...
კალმის მსგავსი, რაღაც საშინელი იარაღი აჩუქეს რუსეთში. ამ საცოდავს, ალბათ, ნამდვილიც კი არ ეგონა. ნანულიმ მითხრა, ნამდვილი იარაღი აქვსო. ნანულის საშინლად ეშინია იარაღის. გიას ნახევრად იუმორით ვუთხარი, შენ სულელი ხომ არ ხარ! შენ ხელში ნამდვილი იარაღი როგორ შეიძლება; შემთხვევით რაღაც უბედურება არ დაგემართოს-მეთქი. შენ ნუ ხარ დიდაქტიკოსიო, მითხრა. ძალიან ნიჭიერი რომ იყო, მე სულ ხელს ვუწყობდი რომ ესწავლა და დიდაქტიკოსს მეძახდა. გამოცდაზე, ბილეთს აიღებდა, მე გარეთ მოვუყვებოდი საკითხებს და ისე უცებ აითვისებდა, შევიდოდა და ოთხზე ნაკლები ნიშნით არ გამოდიოდა...
იმ იარაღს ისეთი პაწაწინა ტყვია ჰქონია, რომელიც კლავს ან გულში, ან საძილე არტერიაში ან ტვინში მოხვედრისას. ირინას შემთხვევაში, ტყვია გულიდან ასულა საძილე არტერიაში და იქიდან ტვინში! წარმოგიდგენიათ?!
გვიან მივიდა იმ დღეს ალბათ ნასვამი, მაგრამ გია სიმთვრალეშიც არ ყოფილა აგრესიული. არასდროს! სულ იუმორში იყო. მაგრამ ცოლ-ქმრის ამბავი სულ სხვაა. არავინ იცის, რა როგორ იყო...
***
ციხეში დაწერილ ლექსებში გიას შინაგანი მდგომარეობა კარგად ჩანს. იქიდან გამოსვლის შემდეგ ძალიან საცოდავი იყო. ის რაც ჰქონდა, სიხარული, სიკეთე და იუმორი, ციხიდან გამოსულს სულ დაკარგული ჰქონდა. ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. იყო ტრაგიკული პიროვნება. სიცოცხლე აღარ უნდოდა. თავი არ მოუკლავს, მაგრამ განწყობა ჰქონდა ტრაგიკული. სვამდა... დიმა ჯაიანმა თავის თეატრშიც მიიყვანა სათამაშოდ. მაგრამ თქვა, მე სცენაზე დგომის უფლება არ მაქვსო. მორალურად განადგურებული იყო...
ჰყავს ძალიან კარგი ძმა, ილია, რომელიც სულ პატრონობდა. ილიკოსთან ერთად მეგობრები სულ გვერდში ედგნენ გიას. დიდი თანადგომა გაუწიეს რუსმა მსახიობებმა - მირონოვმა, აბდულოვმა და შირვინდტმა. ციხეში რომ ჩააკითხეს, იქ მჯდომი კანონიერი ქურდები გაშტერებულან. გიჟდებოდნენ გიაზე, ისე უყვარდათ.
ძალიან ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე გიას ქალიშვილმა, მარიკუანამც. ბოლომდე ვერ ჰპატიობდა მამას ამ საქციელს.
გია... ჩხუბშიც კი არასდროს ჩარეულა, იცით? და რა ტრაგედიაა, როდესაც ასეთმა ადამიანმა საკუთარი შვილის დედა მოკლა... ეს ტრაგედია არავის არასდროს დაავიწყდება.