P.Diddy NBC-ს მასზე დოკუმენტური ფილმის გადაღებისთვის უჩივის და ცილისწამებისთვის ას მილიონ დოლარს სთხოვს

diddy

რეპერი P.Diddy (შონ კომბსი) NBC-ს მასზე დოკუმენტური ფილმის გადაღებისთვის უჩივის და ცილისწამებისთვის ას მილიონ დოლარს სთხოვს.

ფილმის მიხედვით კომბსი ნამდვილი „მონსტრია“, რომელმაც მძიმე დანაშაულები ჩაიდინა. კომბსის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათ NBC-ი ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში გააფრთხილეს არ გამოეყენებინათ ფილმში გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა დოკუმენტური ფილმი მაინც გამოქვეყნდა.

შონ კომბსი ციხეში იმყოფება. პოლიციამ ის სექსუალური ტრეფიკინგისა და ძალადობის ბრალდებით დააპატიმრა. სასამართლო პროცესი ხუთი მაისისთვის არის დაგეგმილი. 55 წლის რეპერი ყველა ბრალდებას უარყოს.