"მამას ხასიათი რომ მქონდეს, მთებს გადავდგამდი" - რატი დურგლიშვილი მამაზე

rati

კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი 9 მაისს 75 წლის ხდება. იუბილესთან დაკავშირებით ფილარმონიაში მისი შემოქმედებითი საღამო ტარდება. 

კომპოზიტორის ვაჟი, მომღერალი რატი დურგლიშვილი "პრაიმტაიმთან" მამაზე საუბრობს.

რატი დურგლიშვილი: ეს იქნება ყოველგვარი დრამატურგიისგან თავისუფალი ჩვეულებრივი კონცერტი. 25-26 სიმღერა შესრულდება. თვითონ იმღერებს თუ არა, ჯერ არ ვიცი. მე და მაკა ზამბახიძე მამას შემოქმედებიდან შვიდ დუეტს შევასრულებთ. ფაქტობრივად, მასპინძლები ვართ. მამას სიმღერებმა ჩვენს დუეტს დიდი წარმატება მოუტანა. 

 "ესა, მესა" და "გულო, გულო" ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა. ერთ ახალ სიმღერას შევიტანთ ჩვენს რეპერტუარში. "მუხამბაზმა" დიდი მოწონება დაიმსახურა. 

- რატი, როგორი მამაა ბატონი ვაჟა?

- ვაჟა საოცარი მამაა. ძალიან მზრუნველი, შემაწუხებლადაც კი. არც გეკითხება, გინდა არ გინდა, გიკეთებს, გემსახურება. უზარმაზარი სიკეთის მატარებელია. დიდი სამეგობრო ჰყავს. 

მისგან შრომისმოყვარეობა და საქმისადმი დამოკიდებულება ვისწავლე. მთელი ბავშვობა ვუყურებდი, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი მუსიკოსი. მამას ხასიათი რომ მქონდეს, მთებს გადავდგამდი. ვთქვათ, რაღაცის გაკეთება დაგპირდათ, ხვალ კი არა, დღესვე გააკეთებს. კატასტროფულად დიდი პასუხისმგებლობა აქვს.

ასაკი დიდად არ დასტყობია. უყვარს ქეიფები, დადის მეგობრებში. დროს მშვენივრად ატარებს.  

გიჟდება ისე უხარია, სახლი რომ ჩემი ხელით ავიშენე. ძალიან ამაყობს.

მინდა ჯანმრთელი იყოს და დიდხანს გვყავდეს. იხაროს და შემოქმედებითად დატვირთული დიდ ხანს მენახოს.