„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
ვაჟა დურგლიშვილი 75 წლის გახდა. კომპოზიტორისა და ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ვაჟა დურგლიშვილის 75 წლისადმი მიძღვნილი საღამო-კონცერტი გაიმართა.
სპეციალურად მამისთვის ამღერდა რატი დურგლიშვილიც, რომელმაც სცენაზე მაკა ზამბახიძესთან ერთად არაერთი ჰიტი შეასრულა.
ვაჟა დურგლიშვილი 500-მდე საესტრადო და საბავშვო სიმღერის ავტორია. ის გახლავთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი; 2017 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.