Forbes-მა ამერიკაში ყველაზე მდიდარი ქალი ვარსკვლავები დაასახელა

მილიონერები

2023 წელი თანამედროვე შოუ-ბიზნესის ცნობილი ქალებისთვის წარმატებით დაიწყო, ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალზე, რომელსაც Superbowl -ის სახელით ვიცნობთ, რიანას წარმოდგენამ ნახვების რეკორდი დაამყარა, ტეილორ სვიფტმა თავისი ახალი ტურის ფარგლებში, Ticketmaster-ზე ერთ დღეში რეკორდული 2 მილიონი ბილეთი გაყიდა, ბიონსემ კი, გრემის პრესტიჟული დაჯილდოების ისტორიაში, ყველა დროის ყველაზე ბევრი ჯილდოს მფლობელი არტისტის სტატუსი დაიმსახურა. ქალი ვარსკვლავები მსოფლიოს თვალწინ ისტორიას ქმნიან და ამავდროულად მრავალმილიონიან და მილიარდიან ბიზნესს აშენებენ.

ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ბიზნესს გამოცემამ- Forbes ამერიკაში მომენტის ყველაზე მდიდარი ქალი ვარსკვლავები დაასახელა:

1. ოპრა უინფრი: 2.5 მილიარდი დოლარი.

2. რიანა: 1.4 მილიარდი დოლარი.

3. კიმ კარდაშიანი: 1.2 მილიარდი დოლარი.

4. ტეილორ სვიფტი: 740 მილიონი დოლარი.

5. კაილი ჯენერი: 680 მილიონი დოლარი.

6. მადონა: 580 მილიონი დოლარი.

7. ბიონსე: 540 მილიონი დოლარი.

8. სელინ დიონი: 480 მილიონი დოლარი.

9. ჯუდი შეინდლინი: 480 მილიონი დოლარი.

10. დოლი პარტონი: 440 მილიონი დოლარი.