მეშვიდე ტრანში განხორციელდა, აივსო და დამშვენდა რюბლოვნას ფინანსური მდგომარეობა - მაია ელოშვილი ელენე ხოშტარიაზე

მაია ელოშვილი

იურისტი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიაზე წერს და აღნიშნავს, რომ 22 მაისს, 2,5 მილიონი რუბლი ჩაურიცხეს რუსეთიდან და საქართველოში ჩამომსვლელი რუსების სიაც მოაყოლეს. 

როგორც ელოშვილი აღნიშნავს, ხოშტარია რუსეთიდან ჩარიცხული რუბლების მიუხედავად, ისევ აძვრება პატრულის მანქანაზე, ჩაშლის რუსულ ქორწილებს, დაბადებას ანანებს რუს ტურისტებს. 

„ლяკა რюბლოვნას ოჯახში რუსული რუბლი თუხთუხებს. 22 მაისს, 2,5 მილიონი რუბლი ჩაურიცხეს რუსეთიდან და საქართველოში ჩამომსვლელი რუსების სიაც მოაყოლეს. 

ველოდოთ ახალ "ანტირუსულ" შეტევებს, რუსულჩექმიანი ფეხების ბაკუნს, "რუსთმოძულე" გულების წასვლას და "матушка родная"-ს სიყვარულით სავსე სულების "აღშფოთებას". 

ლяკას და მის "რუსოფობ" მეგობრებს ეხვეწებიან: Ребята, давайте жить дружно. მაგრამ, არა! აგერ უკვე მეშვიდე ტრანში განხორციელდა, აივსო და დამშვენდა რюბლოვნას ფინანსური მდგომარეობა. ის ისევ ისე, როგორც რუსეთის უშიშროების ოაზისში სწავლის დროს, ტკბება დათუნია შოკოლადით, მღერის რუსულ "частушк"-ებს, კითხულობს სერგეი გავრილოვის პროქართულ ინტერვიუებს, უსმენს პუტინის სხვა პროპაგანდისტებს, მაგრამ არა!

ვერ იყიდეს! ვერ გადაიბირეს! ვერ დაადუმეს! ვერ გააჩერეს! ის ისევ აძვრება პატრულის მანქანაზე, ჩაშლის რუსულ ქორწილებს, დაბადებას ანანებს რუს ტურისტებს, დახვდება და ფიზიკურად დაუპირისპირდება რუსეთიდან მოფრენილ რუსებს, ქართველებს თუ "ნახევრად რუსებს", თავზე რისხვას დაატეხს, შეარცხვენს და შეაჩვენებს "რუსულ" მთავრობას და ათასჯერ გადასერავს თვალწარმტაც საქართველოს, რუსი ვიზიტორების განრიგით ხელში, მათი ქორწილების და დაბადების დღეების "საძებნელად". მერე? ისევ გადმოურიცხავენ რუბლებს, ისევ წამოიმართება რუსებთან შეურიგებელი, მაგრამ გარიგებული, "ევროპელად გადაკეთებული" რუსეთის უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი და მტრისას და დეგნანისას, ის დაატრიალებს. მოერიდეთ, არავის გადაგეყაროთ იმ დღეებში!

აბა, რა ეგონათ რუს ოკუპანტებს? ლяკა არ იყიდება! აცადეთ, მილიონობით რუბლის გამომუშავება და ნუ იცინით. გიხაროდეთ! დროებით, "პროევროპელად" გადაკეთებული ლяკა-ჰელენი - მილიონერია",  - წერს ელოშვილი facebook - ზე.