1728312638
„დავკარგე ცხოვრებისა და თავისუფლად მოგზაურობის უნარი...“ - ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების შედეგებზე ისაუბრა
ანჯელინა ჯოლიმ გამოცემა WSJ-სთვის მიცემულ ახალ ინტერვიუში ბრედ პიტთან განქორწინების შედეგებზე ისაუბრა. მსახიობის თქმით, ბრედთან განშორების შემდეგ მისი ცხოვრება ძალიან შეიცვალა.
„განქორწინების შემდეგ მომხდარის ნაწილი იყო ის, რომ მე დავკარგე ცხოვრებისა და თავისუფლად მოგზაურობის უნარი",- ამბობს ჯოლი.
ჯოლიმ აღიარა, რომ ახლა მას "სოციალური ცხოვრება"თითქმის არ აქვს - ცოტა მეგობარი ჰყავს და ძირითადად შვილებთან ურთიერთობს.
ანჯელინამ დასძინა, რომ თუ დღეს ისევ მოუწევს საქმიანობის სფეროს არჩევა, სამსახიობო კარიერას არ აირჩევს: მსახიობს არ მოსწონს, რომ მუდმივად უწევს თავისი პირადი ცხოვრების დეტალების გაზიარება და ყველას ყურადღება მუდმივად მასზეა მიმართული.
ასევე ნახეთ:
აკრძალული საახალწლო საჩუქრები, რამაც შეიძლება პრობლემები შეუქმნას ადრესატის ცხოვრებას