დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ისტორია დუმს იმის შესახებ, თუ ვის და როდის გაუჩნდა ტოტების ერთმანეთთან შეკვრის და სახლიდან ნაგვის გატანის ფუნქციისთვის მათი გამოყენების იდეა. ძველ ეგვიპტეში დაგვისთვის იყენებდნენ პალმის ფოთლებს, ძველ საბერძნეთში - ზეთისხილის ხის ახალგაზრდა ყლორტებს, შუა აზიაში - გრძელ მშრალ ბალახს. მას შემდეგ კი რაც ადამიანებმა დაიწყეს მარცვლეულის მოყვანა, გაჩნდა რბილი ცოცხები.
ძველ ევროპაში, რა თქმა უნდა, ცოცხს სისუფთავის იარაღის დანიშნულება ჰქონდა, თუმცა, გადმოცემების და სხვადასხვა ხალხებში შემორჩენილი თქმულების მიხედვით, ცოცხს სხვა მაგიური დანიშნულებაც ჰქონდა.
ამ გადმოცემის თანახმად:
არ იყო მიზანშეწონილი სახლის დაგვა მზის ჩასვლის შემდეგ, ამ დროს სახლიდან ბედნიერება ნაგავთან ერთად გადის.
არასასურველი იყო ცოცხის გამოყენება მაისში, რადგან ამ დროს არ არის კარგი ბუნებისგან ძალის აღება (ცოცხი მისი ნაწილია): ისინი აყვავებულ სამყაროს სჭირდება.
მესამე, არ უნდა მისცეთ უცნობებს თქვენი სახლის დაგვის უფლება: უცნობებს შეუძლიათ უნებლიეთ წაართვან იღბალი თქვენს სახლს.
ცოცხი ყოველთვის ამობრუნებული შეინახეთ - კარგია კეთილდღეობისთვის და დაგიცავთ ბოროტი ძალებისგან;
არ დადოთ ცოცხი კარის ზღურბლზე, იწვევს უფულობას;
ცოცხს ფეხს ნუ გადააბიჯებთ;
ნუ გამოიყენებთ ცოცხს დასარტყმელად - ავადმყოფობა იცის;
ახალ ცოცხს ხეხილის ხეზე რამდენჯერმე ჩამოჰკრავენ - კარგი მოსავლიანობისთვის;
ახალ ცოცხს კეთილდღეობისთვის, ახალ მთვარეზე იძენენ. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილიც;
გასათხოვარმა გოგონებმა ცოცხს 9-ჯერ უნდა გადააბიჯონ და საქმროს აუცილებლად იპოვიან;
არ შეიტანოთ სახლში ორი ცოცხი ერთად, ერთ დღეს - ეს უფულობას მოასწავებს;
არ შეიძლება თქვენი სახლი უცხო ადამიანმა დაგვას - წარუმატებლობა მოაქვს;
არ შეიძლება ძველი ცოცხლის დაწვა და მისი გადაგდება სახლთან ახლოს;
თუ არასასურველი სტუმრისგან თავის დაღწევა გსურთ, მისი წასვლის შემდეგ დაგავეთ და ნაგავი თქვენს ფეხებშუა მოაგროვეთ;
ნუ დაგვით, თუ ოჯახში გარდაცვლილი გყავთ.