64 წლის პოპულარული მომღერალი სილამაზის "რეცეპტს" ამხელს - ნახეთ, რას აკეთებს ანა ვისი იმისთვის, რომ იბრწყინოს

ana visi

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მომღერალი, ანა ვისი თავის მოვლის საკუთარ მეთოდებზე საუბრობს და გვიზიარებს, როგორ ახერხებს, რომ 64 წლის ასაკში ასე გამოიყურება. მომღერალი ბოტოქსსა და პლასტიკურ ოპერაციებზეც აკეთებს აქცენტს და ამ თემაზე ლაპარაკს ნამდვილად არ ერიდება.

“როგორ ვახერხებ?! 64 წლის ვარ და არ ვიცი, როგორ ვახერხებ. დილით ვიღვიძებ და არ მადარდებს, როგორ გამოვიყურები. სახეს ვიბან და ერთ კარგ კრემს ვისვამ, წამწამებს ვიპრეხ და ჩემი თავი უკვე მომწონს. მაკიაჟს არ ვიკეთებ იმისთვის, რომ საოცრად გამოვიყურებოდე, ვიკეთებ მხოლოდ სცენისთვის, რადგან განათება ძალიან ძლიერია.

ის, რაც მიყვარს, კარგად ჩაცმაა. არ მივდევ რაიმე მოდას, ჩემი სტილის მიხედვით ვიცვამ. რაც შეეხება პლასტიკურ ოპერაციებს, ეს უკანასკნელი რამაა, რასაც გავაკეთებდი. თუ ეს აზრი მომივა, მაშინვე წავშლი გონებიდან. მინდა ღირსეულად დავბერდე, მინდა, რომ მცნობდნენ, რომ უცხოს არ დავემსგავსო.

შესაძლოა ბევრი დეტალი მაწუხებდეს, მაგრამ სხვანაირად ვუმკლავდები. ძალიან ვუფრთხილდები ჩემს კანს, საბედნიეროდ, კარგად ძლებს მთელი წლის მანძილზე. მინდა, რომ როცა ვმღერი, მე ვიყო, მქონდეს ემოციის გამოხატვის უნარი. არ ვამბობ, რომ ბოტოქსი არ გამიკეთებია, რა თქმა უნდა, ვიკეთებ, მაგრამ ძალიან შეზღუდული რაოდენობით, ფრთხილად.

ჩემი შემდეგი მიზანია, რომ მივირთვა ცოტა და სწორად, გავზარდო ბოსტნეულისა და ხილის რაოდენობა. ის დიეტები, რომლებსაც ახალგაზრდობაში ვაკეთებთ და ვიტანჯებით, სხეულს ზიანს ვაყენებთ, აბსოლუტური სისულელეა,” - ამბობს ვისი.