პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთში, მიწისძვრის ეპიცენტრში მყოფი დის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთი ათანელი ემოციურ პოსტს წერს და ადგილზე გადაღებულ, სულისშემძვრელ კადრებს აქვეყნებს.
„თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო დღეს საშინელი დღე მქონდა... დილით დის შვილმა დამირეკა ბათუმიდან და მისგან შევიტყვე ეს საშინელი ამბავი და რომ ჩემს დას, ირინას ვერ უკავშირდებოდნენ, რომელიც სწორედ მიწისძვრის ეპიცენტრში იმყოფებოდა... ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა, როდესაც ლოდინი, რომ გამეგო დის ამბავი - საათობით გაგრძელდა.
მერე მომეშვა შიში, როდესაც დისგან შეტყობინება მივიღე - „გადავრჩით“ და თქვენ წარმოიდგინეთ არ მიფიქრია, რომ ის ისეთი საშინელი სიტუაციიდან გადარჩა, როგორიც ამ, მისივე გადაღებულ ვიდეოზეა აღბეჭდილი და რომელიც ეს წუთებია მივიღე... თავიდან დამეწყო ნერვიულობა, რომ ის მეტად სასიკვდილო სიტუაციაში ყოფილა...
ღმერთო, მადლობა, ამ სიხარულისთვის რასაც ახლა ვაცნობიერებ რომ და გადამირჩა!... მოვკვდებოდი ნამდვილად... ვიდეო ჩემი დის, ირინას გადაღებულია“ - წერს ქეთი ათანელი და კადრებს აქვეყნებს.