1732386875
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სამძიმარს უცხადებს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
„ჩვენ სრულიად განადგურებულნი ვართ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა. დღესვე მოხდა მეორე მიწისძვრაც, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა.