1795692864
„იგლ ჰილსის“ პროექტის საპროექტო მენეჯერი კრისტიან აბრაჰამსენი: პირადად ჩემთვის კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია. ყველაზე მეტად ის გამოწვევა მხიბლავს, რომ რეკრეაციული სივრცის გარშემო შეიქმნას გამწვანებული, ტყის ტიპის საცხოვრებელი გარემო, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულ ხასიათს შესძენს
„იგლ ჰილსის“ პროექტის საპროექტო მენეჯერი კრისტიან აბრაჰამსენი პროექტის მნიშვნელობასა და განსაკუთრებულობაზე საზოგადოებას პრეზენტაციაზე ესაუბრა.
„აქ ვხედავთ რეკრეაციულ ზოლს, რომელიც მდინარესა და სანაპიროს შორის იქნება. ეს პირადად ჩემთვის კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია. ყველაზე მეტად ის გამოწვევა მხიბლავს, რომ რეკრეაციული სივრცის გარშემო შეიქმნას გამწვანებული, ტყის ტიპის საცხოვრებელი გარემო, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულ ხასიათს შესძენს. ამგვარი მწვანე და ეკოლოგიურად მდგრადი გარემო უფრო კომფორტული იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ისე სტუმრებისთვის. ამ თვალსაზრისით გარდაბნის სანაპიროს პროექტი უნიკალურია და შესაძლოა სხვა ქალაქებისთვისაც ერთგვარ მაგალითად იქცეს.
ვფიქრობ, რომ საქართველოში ხეებითა და გამწვანებით ინტეგრირებული ურბანული განვითარება მომავლის თემაა. მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა საჭირო გახდეს არსებული მცენარეების ნაწილის გადაადგილება. ასეთ შემთხვევაში, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, მათ დროებით სანერგეში გადაიტანენ, შემდეგ კი ისევ ადგილზე დააბრუნებენ და დარგავენ“, - აღნიშნა „იგლ ჰილსის“ პროექტის საპროექტო მენეჯერმა.
როგორ გეგმავს „იგლ ჰილსი“ მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის თბილისსა და გარდაბანში ტერიტორიის განვითარებას; რა ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი და დასასვენებელი სივრცეების მოწყობაა გათვალისწინებული, ეს დაინტერესებულ საზოგადოებას განაშენიანების კონცეფციის საჯარო განხილვაზე დღეს გააცნეს.












