1732386875
თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 700-ს გადააჭარბა
თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში, მიწისძვრას, სულ მცირე, 1 651 ადამიანი ემსხვერპლა, 11 119 - დაშავდა.
სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 050-ს მიაღწია, დაშავდა - 2 453.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ცნობისთვის, პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა.
მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.