სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
თურქეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2921 ადამიანი დაიღუპა და 15 834 დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუათ ოტქაიმ განაცხადა, რომ დანგრეული შენობების ნანგრევებიდან 7840 ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს.
ამასთან, მიწისძვრას სირიაში სულ მცირე 1444 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ახლა 4365-ს მიაღწია.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის ქალაქ გაზიანთეფთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება.
პროკურატურა ინფორმაცია ავრცელებს
1758990100
ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1758918909