1774555363
წალენჯიხაში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯგალთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 6 პირი, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ ნაწილს ადგილზე გაეწია დახმარება. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წალენჯიხის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და სასწრაფოს ბრიგადა.
შსს-ში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.












