„თითქოს, გულში რასაც ვფიქრობდი, ის ამოიკითხა...“ - ანი კეკუა პატრიარქთან შეხვედრის ემოციურ ისტორიას იხსენებს

ანი კეკუა

მომღერალი ანი კეკუა ბავშვობის იმ ეპიზოდს იხსენებს, როდესაც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მისი გულწრფელი სურვილი უსიტყვოდ ამოიცნო. 

„მახსოვს, სულ პატარა ვიყავი, ამაღლების ტაძარში მსახურობდა ჩემი მოძღვარი მამა საბა და მახსოვს, პატარაობაში მოდიოდა ხოლმე აღდგომას.

ბზობა იყო, მახსოვს, იმდენი ხალხი იყო, სადღაც მესამე რიგში ვიდექი, შორს, გულში ვფიქრობდი ალბათ, ვერც მივალ ახლოს-თქო, ვიწრო ბილიკი იყო, ბილიკთან ახლოს ლოცავდა ხოლმე ხალხს… იმდენად გულით მინდოდა ალბათ, თვითონ შემოვიდა ამ სიღრმეში და დამლოცა, მითხრა, რატომ გერიდებაო?!

თითქოს, გულში რასაც ვფიქრობდი ის ამოიკითხა… მას შემდეგ, დედა მყავდა ავად და ჩემმა მეგობარმა კახა მიქიაშვილმა შემიყვანა უწმინდესთან და მანდაც მქონდა პატივი ახლოს გამეცნო, დამლოცა და ფაქტობრივად, ხმა ვერ ამოვიღე…“, - ამბობს ანი კეკუა.