„ძლიერი წვიმა და თოვა...“ - საქართველოში ამინდი უარესდება
1774375843
პოლონეთის პატარა ინდუსტრიულ ქალაქში, ნაგავსაყრელზე ბრილიანტები და სამკაულები იპოვეს, იუწყება TWP World.
წინასწარი შეფასების შემდეგ გაირკვა, რომ სამკაულების ღირებულება ათიათასობით ევროს შეადგენს. რადგან აღმოჩენილი ქონების მფლობელი არ გამოცხადებულა, გადაწყდა, რომ ის 27 მარტს აუქციონზე გაიყიდება.
ყველაზე ღირებული ლოტი სამკარატიანი ბრილიანტით მოჭედილი ბეჭედი იყო. მისი ღირებულება 22,200 ევროა. ოქროს გულსაკიდი დიდი ცენტრალური ბრილიანტით და 18 პატარა ბრილიანტით 936 ევროდ შეფასდა. აუქციონზე ასევე ხუთი პატარა ბრილიანტის გაყიდვა იყო დაგეგმილი, რომელთა ფასები 100 ევროდან 433 ევრომდე მერყეობს.
თუმცა, აუქციონი მალევე გაუქმდა. ვოძისლავ შლასკის მუზეუმის წარმომადგენლის თქმით, ეს ნივთები კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და შესაძლოა ისტორიული ღირებულება ჰქონდეს. მუზეუმის დირექტორმა განაცხადა, რომ მე-20 საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებული ექსპონატები „ფასდაუდებელია“, რადგან ისინი ქალაქის ისტორიის იშვიათ შემორჩენილ ელემენტებს წარმოადგენენ. ამ განცხადებების შემდეგ, საგადასახადო სამსახურმა მოითხოვა ნივთების მუზეუმისთვის გადაცემა.