1774555363
ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს
ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს. T-ს ფორმის კოსმოსური სადგური 6 ტაიკონავტს იტევს. გარდა ამისა, აქ 2 ლაბორატორიაც აქვთ მოწყობილი. მეცნიერებმა სადგურზე კულტივაციის აეროპონიკური სისტემაც შექმნეს. ეს მცენარეებისთვის საკვები ნივთიერებების წვეთებით მიწოდებას გულისხმობს, რითაც კულტივაციის ტრადიციულ ფორმებთან შედარებით წყალს საგრძნობლად ზოგავენ.
ასტრონავტებმა ამ სისტემაში გაზრდილი პომიდვრები უკვე მოკრიფეს. გავრცელებულ კადრებში ვხედავთ, თუ როგორი სიამაყით გვაჩვენებენ ასტრონავტები წითელ და ყვითელ ჩერი პომიდვრებს. მცენარეებს სპეციალურად შექმნილი ლედ- განათების პანელით ამარაგებენ.გუნდი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ასტრონავტები მალე ხორბლის, სტაფილოს და სამკურნალო მცენარეების მოყვანასაც ეცდებიან.












