ტრაგედია თელავში - ხანძარს ქალი ემსხვერპლა

ტრაგედია თელავში

თელავში ხანძარს 75 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა.  ახვლედიანის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლს ერთი საათის წინ გაუჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ასაკოვანი ქალი და მისი ვაჟი ცხოვრობდნენ.
მამაკაცმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო, ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, ქალს გადაადგილება უჭირდა და მან ალმოდებული სახლის დატოვება ვერ მოახერხა.

 

@primetime.ge

თელავში ხანძარს 75 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. ახვლედიანის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლს ერთი საათის წინ გაუჩნდა. .

♬ original sound Prime Time • პრაიმ ტაიმი

ადგილზე მისულ სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დროისთვისაც იმყოფება. ადგილზე კვლავ რჩება პოლიციაც, რომელიც ხანძრის წარმომშობ მიზეზებზე გამოძიებას დაიწყებს.