სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა

გიორგი პატარიძე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს წერილობით უკვე მიმართა. მანამდე კი პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.

ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.

უწყება განმარტავს, რომ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.

✕