როგორ შევხვდეთ 2027 წელს - როდის დავდგათ ნაძვის ხე და რა უნდა მოვიშოროთ სახლიდან - გოგა მანიას რჩევები

გოგა მანია

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბევრი ადამიანი ცდილობს, ძველი წელი დადებითი განწყობით გააცილოს და ახალ წელს სიახლეებისა და წარმატების მოლოდინით შეხვდეს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახლის მოწესრიგებას, ძველი ნივთების მოშორებას და სადღესასწაულო სამზადისის სწორ დროს დაწყებას.

ეზოთერიკოსი გოგა მანია, 2027 წლის შესახვედრად რამდენიმე რჩევას გვიზიარებს, რომლებიც სახლის მომზადებასა და საახალწლო ტრადიციებს უკავშირდება.

საახალწლო სამზადისი პირველ დეკემბერს დაიწყეთ

„საახალწლო სამზადისის ნელ-ნელა დაწყება პირველივე დეკემბრიდან არის სასურველი. ეს პერიოდი შეიძლება გამოვიყენოთ სახლის დასალაგებლად, ტანსაცმლის გადასარჩევად, ძველი და გამოუყენებელი ნივთების მოსაშორებლად ან მათ გასაჩუქებლად. სივრცის გათავისუფლება სიმბოლურად ახალი შესაძლებლობებისთვის ადგილის დათმობას უკავშირდება.

როდის დავდგათ ნაძვის ხე?

ნაძვის ხის დასადგმელად 17 დეკემბერი კარგი დროა. ეს თარიღი საახალწლო სამზადისისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია.

ნალი კართან - წარმატების სიმბოლო

კიდევ ერთი რეკომენდაცია კარის მახლობლად ნალის ფორმის დეკორაციის გამოყენებას უკავშირდება. 

მწვანე ოსპი და ახალი წლის განწყობა 

„ოსპი მაღალვიბრაციული მცენარეა. მწვანე ოსპზე რომც არ გიჟდებოდეთ, მოხარშეთ და ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე, ერთი კოვზი მაინც მიირთვით.

მაგიდის ქვეშ ძრომიალი კარგი არ არის. თხას კი სწორი მიმართულება მოსწონს - მას უყვარს, როცა თავს კარგად გრძნობს!“- ამბობს ეზოთერიკოსი. 

2027 წლის შესახვედრად მთავარი გზავნილი კი ასეთია: მოაწესრიგეთ სახლი, გაათავისუფლეთ სივრცე უსარგებლო ნივთებისგან და ახალი წლისთვის სასურველი მიზნები წინასწარ განსაზღვრეთ.

✕