რა დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა სოციალურ ქსელში
1792959838
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის თანდასწრებით, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.
„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, 2026 წლის 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის თანდასწრებით, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. ასევე, ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს შემთხვევის ადგილზე მყოფი გარდაცვლილის მეუღლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 14 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ბ“, „ი“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის) წარედგინათ.
სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ორივეს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.