საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილება შეუჩერდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს

გიორგი პატარიძე

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს.

საქმე ეხება, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ გამოძიებას.

"აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტესიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპორიცესო ღონისძიებები.

ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს.       , - აღნიშნეს უწყებაში.

✕