ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
„დამიცავი პატარა ვარ” ეს სოციალური ჯგუფის გვერდია, რომელიც ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით არის შექმნილი. ადამიანები, საზარელ ისტორიებს, რომლებიც თავს სხვადასხვა დროს, ბავშვობაში გადახდათ, ანონიმურად, ამავე გვერდზე აქვეყნებენ.
ამჯერად, მძიმე ისტორიის ავტორი საკუთარ თავგადასავალს ჰყვება, რომელიც მაშინ შეემთხვა, როცა 11 წლის იყო.
„ლადო ნათლიას ჩვენთან სტუმრობა ყოველთვის ძალიან მიხაროდა. აბა, დედას და მამას ჩემთვის არასოდეს ეცალათ და მარტო ის მასეირნებდა ხოლმე ვაკის პარკში და კუს ტბაზე. სანამ სკოლაში სიარულს დავიწყებდი, ლადო ჩვენთან საერთოდ არ მოდიოდა, არც კი ვიცნობდი.
ერთ მშვენიერ დღეს, მამამ შინ მოიყვანა (მისი მეჯვარე იყო), კარგად იქეიფეს, დათვრნენ. მას შემდეგ, ჩვენთან სიარულს ძალიან მოუხშირა. ძალიან უყვარდა ჩემთან თამაში, ერთადერთი უფროსი იყო, რომელიც ჭადრაკსაც მეთამაშებოდა, ვიდეოთამაშებსაც, ეზოში ფეხბურთსაც, და უფრო შორსაც მასეირნებდა.
მალე, ლადო ნათლია ჩემი საყვარელი ადამიანი გახდა. დღეებს ვითვლიდი, ველოდებოდი, როდის მოვიდოდა. ამ დროის მანძილზე, მასში მხოლოდ ერთი რამ არ მომწონდა: რაღაცნაირი შეხება იცოდა ჩემს სხეულზე, - მომეკვრებოდა, დუნდულებს მიჭყლეტდა, ენით მეხებოდა ხოლმე. მაგრამ, მისი ეს მოძრაობები ფრაგმენტული იყო და არაშემაწუხებელი (ან უბრალოდ ასე მეგონა).
გადიოდა დრო, ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. ერთი სული მქონდა, როდის მომინახულებდა და სადმე წამიყვანდა. შავი მერსედესი ჰყავდა, ამ მანქანაში ჩაჯდომა ჩემთვის დიდი სიხარული იყო. ჩემი მშობლები, როგორც კი დაინახეს, როგორ ვმეგობრობდით მე და ლადო, საერთოდ შეეშვნენ ჩემზე ზრუნვას და კვირაობით მაკდონალდსში გასეირნების ოჯახური ტრადიციაც კი მოშალეს.
ერთხელაც, ასე 11 ან 12 წლის როცა ვიქნებოდი, ლადომ შინ მომაკითხა, სასეირნოდ წაგიყვანო. როგორც წესი, სახლში მარტო ვიყავი. ნაჩქარევად ჩავიცვი და გამოვედი. რაღაცნაირად ხარბად მათვალიერებდა, მითხრა, ეს შარვალი ძალიან გიხდებაო. მისი ასეთი ყურადღება ჩემი ფიზიკური მხარის მიმართ დიდად არ მეპიტნავებოდა, მაგრამ მაინც ვითმენდი, - ჩვენი მეგობრობის სახელით.
მანქანაში ჩავუჯექი.
- მთაწმინდაზე ავიდეთო? - მკითხა.
რა თქმა უნდა, დავეთანხმე. მაისი იყო, სავარაუდოდ დღის 4-5 საათი. მოქუფრული დღე იყო, მაგრამ მე არ მაინტერესებდა - მიხაროდა ყველაფერი, რაც შემდეგ უნდა მომხდარიყო. გზაში ძლიერმა წვიმამ დასცხო, მალე სეტყვაც წამოვიდა. მთაწმინდის გზიდან ხეებში გადავუხვიეთ, რომ სეტყვას მანქანა არ დაეზიანებინა. მსხვილი ხოშკაკალი მანქანას ისე ურაკუნებდა, რომ შემეშინდა. ნუ გეშინიაო, გადმოიწია და მომეხვია. მე გავუძალიანდი (მართლა მეშინოდა), ის კი მეტად და მეტად მეხვეოდა. თავისკენ მიმიზიდა, ზურგზე მოფერება დამიწყო. ტუჩებში კოცნაც სცადა. შეშინებული ვიყავი და ადვილად დავმორჩილდი. თვალები დავხუჭე, მას შემდეგ ბევრი არაფერი მახსოვს. მეხსიერებაში ჩამრჩა ფრაგმენტები: უკან გადაწეული ჩემი სკამი, ჩემი ჩაწეული საცვალი, ტკივილი და სისველე... როგორ შემოვბრუნდი ზურგით, არ მახსოვს. კიდევ ბევრი რამ არ მახსოვს იმ დღიდან.
როცა მანქანის და ჩემს მოწესრიგებას შეეცადა, ნიკაპზე ხელი მომკიდა, თვალებში ჩამხედა და შემაშინებელი ხმით მითხრა:
- იმედია, ამ ამბავს არავის მოუყვები? თორემ მე მამაშენს ვეტყვი, რომ ძალიან, ძალიან გარყვნილი ბიჭი ხარ!
თავი დავუქნიე. მუქარა საჭირო არ იყო. მასზე ისე ვიყავი მიჯაჭვული, რომ ამ პატარა ინციდენტისგან დიდი წყენა არ დამრჩენია.
„კაცმა რომ თქვას, რა მოხდა? ცოტა მომეფერა და ესაა...", - ასე ვფიქრობდი მაშინ.
როგორც კი ლადომ თავი სამშვიდობოს იგრძნო, ეს ქმედება კიდევ გაიმეორა. მერე და მერე სულ ეძებდა ჩემთან განმარტოების შემთხვევას, მე კი ამას იცით, როგორ აღვიქვამდი? - როგორც იმის გადასახადს, რომ ლადოს ჩემთან ურთიერთობა არ შეეწყვიტა, იგი არ მეწყენინებინა.
მშობლები, რა თქმა უნდა, ვერაფერს მიხვდნენ. ჩვენი ურთიერთობა მანამ გაგრძელდა, სანამ გარდატეხის ასაკი არ დამეწყო. ლადო ჩემ მიმართ თანდათან გაცივდა და ჩვენთან სტუმრობაც გააიშვიათა. მალე, მან საერთოდ აიცრუა გული ჩემზე. ვურეკავდი, ვეხვეწებოდი, მოდი-მეთქი, მაგრამ ამაოდ. მპასუხობდა, არ მცალია, სამსახური მაქვსო. ხან მამა მივუგზავნე, ხან - დედა, მაგრამ იგი არ დაბრუნდა.
გავიდა ბევრი წელი და ამ ამბების დისტანცირებით აღქმა ახლაც არ შემიძლია.
ახლა, ბრაზი მახრჩობს, როგორ ოსტატურად მიყენებდა. მისი ნახვა მინდოდა (ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს), მაგრამ ვერ გავბედე, - აუტანელი ტრავმების შემეშინდა...“ - წერს მსხვერპლი.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 VIDEO: მატყუარა ოკუპანტმა სიკვდილი გაითამაშა - კადრებს უკრაინული მედი ავრცელებს