შეშინებული ბავშვი ამტკიცებდა, რომ მისი საწოლის ქვეშ „მონსტრი“ იყო... ძიძამ მართლაც შემაშფოთებელი რამ ნახა (უცხოეთი)

შეშინებული ბავშვი

აშშ-ში, კან­ზა­სის შტატ­ში  შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ბავშვი ამტკიცებდა რომ მისის საწოლის ქვეშ მონსტრი იყო. ძიძამ ბავშვის საწოლის ქვეშ შეიხედა და მართლაც აღმოჩნდა უცნობი მამაკაცი.

როგორც ოლქის შერიფი ჰყვება, ბავშვი ძიძას უმტკიცებდა, რომ საწოლის ქვეშ მონსტრი იყო და მას ძალიან ეშინოდა. იმისთვის, რომ ბავშვი დამშვიდებულიყო, ძიძამ საწოლის ქვეშ შეიხედა და მართალაც აღმოჩნდა 27 წლის მამაკაცი, რომელმაც ძიძას წინააღმდეგობა გაუწია და გაიქცა.

ქალმა მაშინვე პოლიცია გამოიძახა. მომხდარის შესახებ უამბეს და მამაკაცი მეორე დღეს იმავე უბანში დააკავეს.

მამაკაცს ბრალად ქურდობა, გატაცების მცდელობა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.

აქვე ნათქვამია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, შესაძლოა, კაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.