ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,0 მაგნიტუდა შეადგინა.

ქვეყნის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის და გეოფიზიკის სააგენტო იტყობინება, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 52 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

მედიის ცნობით, მნიშვნელოვანი ზიანის, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.