კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
საგარეჯოში ღამით დაჭრილი პირებისათვის, სისხლი სჭირდებათ. ინფორმაციას ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკის საგარეჯოს ფილიალი ადასტურებს და საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.
„უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს საგარეჯოში. დაჭრილებს ესაჭიროებათ სისხლი დიდი რაოდენობით. ჩვენი ბანკი გადადის მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე. ვიმუშავებთ შაბათს და კვირას. გთხოვთ მობრძანდეთ და გვერდში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს“, - ნათქვამი განცხადებაში.
საგარეჯოელების ინფორმაციით, ყველზე დიდი რაოდენობით, დაჭრილებს მეორე ჯგუფის დადებითი რეზუსის სისხლი სჭირდებათ.
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ ამჟამად ოთხი დაჭრილი იმყოფება. ერთი მათგანის მდგომარეობა, განსაკუთრებით მძიმეა.
შეგახსენებთ, საგარეჯოში, 49 წლის ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან რამდენიმე გასროლით მოკლა 5 და დაჭრა 5 ადამიანი.
სპეციალური დანიშნულების რაზმის ადგილზე მისვლის შემდეგ, ათუაშვილმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.