23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840
6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
გარდაცვლილი პოლიციელის შვილები სოციალურ ქსელში მამის ფოტოს აქვეყნებენ და მას გმირს უწოდებს.
„გმირი ხარ მამი“ - წერს გიგა ღვინაშვილი.
მამის შესახებ პოსტი მისმა დამ, ანამაც გამოაქვეყნა.
„გმირი მამა მყავდა“ - წერს გოგონა.
შეგახსენებთ, ტრაგედია საგარეჯოში 19 იანვარს მოხდა. პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.
საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170