„ლეგენდები მიდიან...“ - ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1728416068
საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. უკვე რამდენიმე საათია, გამოკითხვაზე იმყოფებიან თავდამსხმელის შვილები და ყოფილი ცოლი.
სწორედ ამ გამოკითხვის შემდეგ შესაძლოა გაირკვეს, რა გახდა თავდასხმის მოტივი. ამბის მთავარი თვითმხილველია თავდამსხმელის ერთ-ერთი შვილი, რომელიც სროლის დაწყებისას, მამასთან ერთად სახლში იმყოფებოდა.
თავდასხმის მოტივთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გახდა ცნობილი. როგორც ადგილობრივები და თვითმხილველები აცხადებენ, სროლამდე მამა-შვილს შორის იყო დაპირისპირება.
ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელის შვილი ბინიდან გამოსვლას რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდა, მას შემდეგ კი, რაც კაცმა თავის მეზობლებს ცეცხლი გაუხსნა, ბიჭმა ბინის დატოვება შეძლო და ყვიროდა, რომ მამამისს არ მიკარებოდნენ, რადგან მას 2000 ვაზნა ჰქონდა.
სამართალადამცველებს დამნაშავის ბინაში დახვდათ საბრძოლო მასალა და იარაღები, რომლებიც ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დალუქეს და ისინი ნივთმტკიცების სახით, საქმეში ჩაიდო.
19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.
გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო.