ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქორწილის ესკორტის ავტომობილი ქვეითს შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ავტომობილი ევაკუატორმა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა. წყვილს ქორწილში ალტერნატიული ავტომობილით მოუწია წასვლა.
ასევე ნახეთ:
„არ ვიცი, ამის მერე რა მოხდება...“ - რა ხდება ვიკი ბარბაქაძის პირად ცხოვრებაში