რას ჰყვებიან ადგილობრივები სოფელ მუხროვანში გარდაცვლილი კაცის შესახებ

პოლიცია

სავარაუდო მკვლელობა სოფელ მუხროვანში – 38 წლის კაცის ცხედარი ხეზე მიბმული ნახეს, მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ადგილობრივებმა ცხედარი გამთენიისას ტყესთან ნახეს.

სოფლის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ კაცი, სავარაუდოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში არ ცხოვრობდა, რადგან ის პირველად ნახეს.

მათი თქმით, კაცს ვენები ჰქონდა გადაჭრილი, თუმცა სისხლის კვალი ადგილზე არ იყო, ის ხეზე ქუდით იყო მიბმული.

ცხედარი პოლიციამ ექსპერტიზაზე გადაასვენა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.