1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გთავაზობთ, იოსებ ჯუღაშვილის ცხოვრებიდან ერთ-ერთ გახმაურებულ ფაქტს.
გენერალ სიმუსის მემატიანეთათვის ცნობილია, რომ სტალინს ახალგაზრდა გოგონები იზიდავდნენ. გამონაკლისი არც ნადეჟდა ალილუიევა იყო, რომელიც სტალინის მთავარ სიყვარულად ითვლება და მისი ცოლი იყო, როდესაც ის ქვეყნის სათავეში იდგა. სტალინმა მასთან ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როდესაც გოგონა 16 წლის იყო.
მათ რომანს უჩვეულოს ხდიდა ის ფაქტი, რომ იოსებ ბესარიონოვიჩი ერთ დროს ნადეჟდა სერგეევნას დედის საყვარელი იყო და ამ ურთიერთობის დროს დაუკავშირდა ნადიასაც.
ერთხელ მან გოგონა დახრჩობას გადაარჩინა. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ ფაქტმა აიძულა 16 წლის გოგონა, რომ სტალინი შეჰყვარებოდა, როდესაც წლების შემდეგ კვლავ შეხვდა იოსებს.
სტალინი მაშინ 37 წლის იყო და ახალი დაბრუნებული გახლდათ ციმბირიდან, სადაც სხვა ახალგაზრდა გოგონასთან ცხოვრობდა, რომელიც სტალინთან შეხვედრის დროს თოთხმეტი წლის გახლდათ და ორი შვილი გაუჩინა.
მეორე შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ, სტალინი და ალილუიევა დაქორწინდნენ და თორმეტი წელი იცხოვრეს ერთად.
მაშინდელი მოდის გათვალისწინებით, ნადეჟდა ქალიშვილობის გვარზე დარჩა. ოციან წლებში მან ვაჟი და ქალიშვილი გააჩინა. ქალიშვილი მოგვიანებით იხსენებდა, რომ დედა ხშირად ტოვებდა ძიძასთან, რადგან მამამისს სურდა, რომ ყველა დღესასწაულის, თავშეყრისა თუ შეხვედრის დროს ცოლი მის გვერდით ყოფილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ ნადეჟდა სერგეევნას კიდევ სურდა ბავშვების გაჩენა, არსებობს ვერსია, რომ შვილებზე ეჭვიანობის გამო სტალინი მას აბორტის გაკეთებას აიძულებდა.
1932 წელს, ნადეჟდამ თავი მოიკლა – გულში იარაღი დაიხალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ეს გააკეთა მეუღლესთან ჩხუბის გამო. ამასთან, სტალინის ოჯახში გაზრდილი, აყვანილი ვაჟი ამტკიცებდა, რომ ალილუიევას არასტაბილურობის მთავარი მიზეზი მწვავე თავის ტკივილი იყო, რომელიც ბოლო წლებში გაურკვეველი მიზეზების გამო აწუხებდა. ჩხუბი შესაძლოა, მხოლოდ საბაბი ყოფილიყო.
ალილუიევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ მონაწილეობდა: სტალინს არ სურდა „კრუპსკაია“ თავის გვერდით, ხოლო თავად ნადეჟდა ვერ ერკვეოდა პოლიტიკურ ინტრიგებში.
ერთხელ, ოცდაათიან წლებში, მისი რვა ყოფილი კურსელი დააპატიმრეს და ნადეჟდა მათ გადარჩენას შეეცადა. იაგოდას (სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალური კომისარი) დაურეკა, რომ გაეთავისუფლებინა. მან კი მშვიდად უპასუხა, რომ ისინი მოულოდნელად, რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალნენ ციხეში, ინფექციური დაავადებისგან.
ალილუიევას გარდაცვალების შემდეგ, სტალინი ხშირად დადიოდა ცოლის საფლავზე. მათი ქალიშვილი ამბობდა, რომ დაკრძალვის შემდეგ სტალინიც ფიქრობდა თვითმკვლელობაზე. მისივე თქმით, დედამ დატოვა გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელიც სავსე იყო ქმრის მიმართ საყვედურებით, ხოლო სტალინმა მაშინვე გაანადგურა ის.