პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ოჯახი უკვე მესამე დღეა, ფოთში დაკარგულ 22 წლის ჯანო ჯიქიას ეძებს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა 24 ოქტომბერს, საღამოს, დაახლოებით 7 საათზე გავიდა სახლიდან.
„მას შემდეგ აღარაფერი ვიცით. არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია, უფრო, დეპრესიული ფონი იყო. მთელი ქალაქი, ყველა ეძებს. ოჯახში არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. მისი გაუჩინარების მიზეზი, სავარაუდოდ, დეპრესიული ფონი იყო“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ გაუჩინარებული ახალგაზრდის ბიძაშვილი, ჯილდა ჯანგველაძე.
მისივე თქმით, საპატრულო პოლიციამ კამერები უკვე ამოიღო, არსებული კამერები აფიქსირებს გზას დევნილების დასახლებისა და ზღვის მიმართულებით.
ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს - 577 603 118, ან 112-ს.