შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა დასრულდა. დეპუტატებმა თამაზ ბორაშვილისგან დახურულ ფორმატში მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე.
საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, მოსმენის დასრულების შემდეგ, მედიასთან შეაფასეს 2025 წლის ანგარიში.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პრევენციული ზომების გატარების შედეგად, ქვეყანა სტაბილურობას ინარჩუნებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი მიმართულება არის ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებების გატარება. პრევენციული ღონისძიებების შედეგია, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სტაბილური მდგომარეობა, ვინარჩუნებთ მშვიდობას, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა და ვიცავთ ეროვნულ სუვერენიტეტს.
რაც შეეხება ოკუპაციის ხაზზე გამოწვევებს, იქ დინამიკა ცვალებადია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე აწარმოებენ, სადაზვერვო საქმიანობას, თუ რა ხდება ოკუპაციის ხაზს მიღმა.
ამდენად, ყოველდღიურ რეჟიმში, ისევე, როგორც IPRM-ის, ასევე სხვადასხვა ფორმატში, აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ თავისი საქმიანობა. ამ კუთხით, პირველი გამოწვევა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის არის ოკუპაციის თემა“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.