შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
ასეთი ვიზიტები სულ უფრო და უფრო აახლოებს იმ პროექტის ერთიანად განხორციელებას, რომელსაც „შუა დერეფანი“ ჰქვია. „შუა დერეფნის“ თვალსაზრისით საქართველოს უკვე აქვს ძალიან დიდი როლი. გამტარუნარიანობა, როგორც საავტომობილო, ასევე, სარკინიგზო მიმოსვლა ყოველ წლიურად იზრდება საქართველოს გავლით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ბაქოში ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, დაკავშირებადობა და „შუა დერეფნის“ პროექტი არის ის ძირითადი საკითხები, რომელსაც საქართველოს მხარე ოფიციალურ შეხვედრებზე განიხილავს.
„იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ამბობს, რომ სამხრეთ - კავკასიაში სტაბილური მდგომარეობა პირდაპირ პროპორციულად აისახება, როგორც საქართველოზე, ისე ჩვენს მეზობელი ქვეყნების წარმატებაზე. შესაბამისად, ასეთი ტიპის უმაღლესი ვიზიტები გასაკვირიც უკვე აღარ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ორმხრივი ვიზიტები იმართება, როგორც აზერბაიჯანში, ასევე, სომხეთში. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ აზერბაიჯანზე და ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ვიზიტი ემსახურებოდა კიდევ უფრო მშვიდობის განმტკიცებას ჩვენს რეგიონში და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ იმ ენერგომატარებლებზე, რომლებსაც დღევანდელ დღეს ახორციელებს ეს ორი ქვეყანა ერთობლივად. მხედველობაში მაქვს ბაქო-სუფსა, ბაქო-ერზერუმი და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლითაც არაერთი ევროპული ქვეყანა სარგებლობს და რომელსაც მომავალი წლიდან ჩეხეთიც უერთდება. შესაბამისად, ამ ნავთობსადენებში და გაზსადენებში მოცულობა გამტარობის კიდევ უფრო და უფრო იზრდება და იზრდება ჩვენი ქვეყნის შემოსავალიც.
ამის პარალელურად, ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად ახალი ტიპის დაკავშრებადობაზე, რომელიც არა მხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს და შემდგომ უკვე ევროპის ქვეყნებს აკავშირებს ერთმანეთთან, არამედ ევროპას საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით უკვე შუა აზიასთან და ყველაზე ძირითად და მთავარ მოთამაშესთან, რომელიც არის ჩინეთი.
ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის ახალი დღევანდელ დღეს იმაზე საუბარი, რომ დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს საკვანძო ადგილი უჭირავს და რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები სულ უფრო და უფრო აახლოებს იმ პროექტის ერთიანად განხორციელებას, რომელსაც „შუა დერეფანი“ ჰქვია.
„შუა დერეფნის“ თვალსაზრისით საქართველოს უკვე აქვს ძალიან დიდი როლი. გამტარუნარიანობა, როგორც საავტომობილო, ასევე, სარკინიგზო მიმოსვლა ყოველ წლიურად იზრდება საქართველოს გავლით. სწორედ ამის საფუძველი იყო, როდესაც საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენებულიყო, რომლის დაღრმავებითი სამუშაოები ფაქტობრივად რამდენიმე კვირაში სრულდება და რომელშიც შეიძლება 2029 წლისთვისაც კი გარკვეული ტვირთბრუნვა დაიწყოს.
შეხვედრები, რომელიც იმართება არის წინაპირობა იმისა, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაჩქარდეს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდოს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.