გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
კიევში, ქართველი ბიზნესმენის ლიკვიდაციის ბრალდებით ქილერი დააკავეს. ნიკოლოზ დავითაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ჩეჩენი ეროვნების, 39 წლის შარხან გაკაევია მხილებული.
არყის მაგნატად ცნობილი ბიზნესმენი კიევის ოლქში 2019 წლის 26 ნოემბერს გაუჩინარდა, მოგვიანებით კი მისი ცხედარი ერთ-ერთ დასახლებაში, ჭაში ჩაგდებული იპოვეს. მკვლელობა 3 წლის შემდეგ გახსნილად გამოცხადდა.
ქილერის დაკავების კადრებს კიევის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ანდრეი ნებიტოვი სამართალდამცველებს წარმატებული სპეცოპერაციისთვის მადლობას უხდის. ბრალდებული, რომელიც 2020 წლიდან ინტერპოლით იძებნებოდა, კიევის იზოლატორში გადაიყვანეს.
ამ საქმეზე ეჭვმიტანილები იყვნენ ბოგდან მეხედა და რიდვან ალიხანოვიც. ორივე მათგანი მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს, თუმცა მათ ამ მკვლელობასთან კავშირი კატეგორიულად უარყვეს. დაკავებულებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ გაკაევის მოთხოვნით მხოლოდ გვამი გადამალეს. საწინააღმდეგოს ამტკიცებდა პროკურატურა.
მტკიცებულებების მიუხედავად უკრაინის სასამართლომ საქმის ორი ფიგურანტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ გამოძიებას ქილერზე, რომლის დაკავება ნიკა დავითაშვილის მკვლელობიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ მოხერხდა.
ქილერის დაკავების მიუხედავად, კვლავ უცნობი რჩება დანაშაულის მოტივი, ისევე როგორც მკვლელობის შემკვეთის ვინაობა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქართველი ბიზნესმენის განზრახ მკვლელობისთვის შარხან გაკაევს უვადო პატიმრობა ემუქრება.
ასევე ნახეთ:
👉 ამ სასტუმროების ნომრებს პროსტიტუციისთვის იყენებდნენ... - დაკავებულია 6 ადამიანი
👉 VIDEO: ქართველებს პოლონეთში ძარცვისას პოლიცია დაადგა - როგორ ცდილობდნენ სავალუტო ჯიხურში შეღწევას