რუსთავსა და თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისთვის ერთ პირს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, საიდანაც 10 ცალად დაფასოებული, 4,7744 გრ. რუსთავში, რამდენიმე ლოკაციაზე განათავსა. ხოლო 35 ცალად დაფასოებული 13,65 გრ. თბილისში, სპეციალურ სამალავში შეინახა.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები თბილისსა და რუსთავში რამდენიმე ადგილიდან ამოიღეს.

✕