გომის მთაზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები ვრცელდება

ავარია გომის მთაზე

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ბელორუსიის 4 მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით, დაშვებულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ისინი ოზურგეთის და ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს.

მიკროავტობუსს, რომელიც ხრამში გადავარდა, ტურისტები გადაჰყავდა - გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.