1741179176
გლდანში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, სტამბის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.