ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა - ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ

სასამართლო

6 საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეს განიხილავენ. საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა - დაკავებულებს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა - ყველა აცხადებს, რომ უკანონო პატიმარია. სხდომაზე უნდა გადაისინჯოს აღკვეთის ღონისძიება, ამასთან მსჯელობენ მტკიცებულებების დასაშვებობაზე.

სასამართლო სხდომას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებიან. შენობაში დაკავებულთა მხარდასაჭერად მათი ოჯახის წევრები და მსახიობები არიან შეკრებილი.